воскресенье, 15 мая 2016 г.

ტრენინგის მე-8 დღე

  დღეს ვისწავლეთ დიფერენცირებული სწავლება, კერძოდ  აქტივობების განაწილება მოსწავლეების შესაძლებლობების მიხედვით (არაქართულ ენოვანი მოსწვლეებისათვის, სსმ მოსწავლებისათვის და მაღალი აკადემიური მოსწავლეებისათვის) რაც დაგვეხმარება უკეთესად მივაწოდოთ მოსწავლეებს  დავალების შესრულების კრიტერიუმები, მის უკეთ შესასრულებლად, ხოლო მოსწავლე თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე  უკეთ შეასრულებს დავალებას. ფასილიტაცია დაგვეხმარება პროექტის მსვლელობის კონტროლში,  მოსწავლეს კი დავალების უკეთ შესრულებაში და გააზრებაში. ასევე ძალიან მომეწონა მოსწავლეთა დაჯგუფების აქტივობები, რომელიც მოსწავლეებისათვის იქნება სახალისო და საინტერესოც.

მადლობა!   :)

воскресенье, 8 мая 2016 г.

მეექვსე დრე

     დღევანდელ დღეს ვიმუშავთ ჩვენი პროექტის მიხედვით მოსწავლეებიათვის  გასანაწილებელ აქტივობებზე. შევასრულეთ მოსწავლეების მიერ შესასრულებელი ნამშევრები. კონკრეტულად, შევქმენი ახალი ბლოგი, რომელსაც შექმნიან შემდგომში მოსწავლეები, ინტერნეტში google.ge -ს საშვალებით მოვიძიე სხვადასხვა ჩემთვის საჭირო ინფორმაციები, ფოტო თუ ვიდეო მასალები. დავიცავით ავტორული უფლებები.
      მოსწავლის ნამუშევარზე მუშაობის დროს კიდევ ერთხელ, ბლოგის შექმნაზე უფრო კარგად ვიმუშავე  და განვიმტკიცე, სხვა სიახლეებიც აღმოვაჩინე. ამის შემდეგ უფრო შევძლებ ჩემს მოსწავლეებს უფრო ზუსტი ინსტრუქციები მივცე ბლოგის შექმნასთან დაკავშირებით.

P.S  მადლობა ასეთი აქტიური და ნაყოფიერი დღისთვის.  

суббота, 7 мая 2016 г.

ტრენინგის მეხუთე დღე



  ტრენინგის წინა დღეების მსგავსად ნაყოფიერი დღე იყო. შევისწავლეთ პროექტის პრეზენტაციის  აგება, გაფორმება. ჩვენივე ნამუშევრის ჯერ google drive- ზე ატვირთვა და შემდეგ იქიდან  მზა მისამართის ატვირთვა ბლოგზე, ასევე ვისწავლეთ ჩვენი ბლოგის გაფორმება და გავეცანით თუ როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები.

      მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის.

პროექტის პრეზენტაცია

суббота, 9 апреля 2016 г.

ტრენინგის მეორე დღე



     დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო. პროექტის განსახორციელებლად შევარჩიე თემა, გავაკეთე გეგმის მონახაზი , ვისწავლე ბროშურის დამზადება, სადაც გაწერილი იქნება დაგეგმილი პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ეტაპები, გადანაწილებული მოვალეუბები, როგორც მოსწავლეების, ისე მშობლების. ასევე გავხსენი ბლოგი, რაც დამეხმარება ინფორმაციისა  და გამოცდილების  მიღება- გაზიარებაში.